საქართველო-ამერიკა

კობახიძე: თუ აშშ-ს დეოლიგარქიზაცია და Deep State-ს გაწმენდა მოხდება, კარგად წავა ურთიერთობა

ვართ არასასურველ ნიშნულზე, მაგრამ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინები, მათ შორის, ეს მოლოდინები დაკავშირებულია აშშ-ში ცვლილებებებთან, 20 იანვარს შედგება ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია  და ძალიან მაღალი ალბათობით, უკრაინაში ომი დასრულდება პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობის პირობებში. დამშვიდდება რეგიონი და ეს აისახება საქართველოზეც. გარდა ამისა, დონალდ ტრამპს აქვს გაცხადებული, რომ ის აპირებს ბრძოლას Deep State-თან და ჩვენთან ურთიერთობებში მთავარ პრობლემას ქმნიდა სწორედ ეს არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენები. თუ მოხდება აშშ-ის დეოლიგარქიზაცია, არაფორმალური გავლენებისგან გაწმენდა და Deep State-ის გაწმენდა, ძალიან კარგი მიმართულებით წავა ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობები და ეს პირდაპირ აისახება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებებზე.

განაცხადა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები