24 მარტის ღამეს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით ოკუპანტებმა 99 დრონი ააფრინეს, რომლიდანაც განადგურებულია – 57.
გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 36 უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსული იერიშის შედეგად დაზარალდა კიევის, ხარკოვის, სუმის, კიროვგრადისა და ზაპოროჟიეს ოლქები.
კიევზე და ზაპოროჟიეზე იერიშის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.
დაზვერვის ინფორმაციით რუსებმა დრონები მილეროვოდან, კურსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან ააფრინეს.
საჰაერო იერიშის მოგერიებაში რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფებისა და საჰაერო თავდაცვის ძალების გარდა მონაწილეობდა ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები, მობილური ცეცხლის ჯგუფები.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.