რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა კიევი და ზაპოროჟიე დაბომბა, არიან დაშავებულები

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

რუსეთმა კიევსა და ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანა, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.

კიევის ფასტოვის რაიონში ნამსხვრევებისგან დაშავდა 37 წლის კაცი. ინფორმაციას კიევის ოლქის სამხედრო ინფორმაციის მეთაური ნიკოლაი კალაშნიკი ავრცელებს. 

დაშავებულს მუცლის, მკერდის, ბარძაყისა და თავის არეებში აქვს ჭრილობები. კაცი ახლომდებარე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გარდა ამისა, იერიშის შედეგად დაზიანებულია 2 საცხოვრებელი სახლი, ადგილზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ზაპოროჟიეში უპილოტო საფრენი აპარატებით მიტანილი იერიშის შედეგად დაშავდა 54 წლის ქალი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით დაშავებულს ძლიერი სტრესი აქვს. დაშავებულს ადგილზე გაუწიეს დახმარება, მან საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა.

 

კომენტარები