რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო

Getty Images

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის ცნობით, ერ-რიადში აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაიწყო.

"ერ-რიადში ამერიკის გუნდთან შეხვედრა დავიწყეთ. ჩვენ სისრულეში მოგვყავს უკრაინის პრეზიდენტის დირექტივა, რომ უფრო ახლოს მივიდეთ სამართლიან მშვიდობასთან და გავაძლიეროთ უსაფრთხოება". - წერს უმეროვი.

მისი თქმით, შეხვედრაზე ენერგეტიკული ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხის განხილვაც იგეგმება.

"დღის წესრიგში შედის წინადადებები ენერგეტიკული ობიექტებისა და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ. დღეს ვმუშაობთ რამდენიმე რთულ ტექნიკურ საკითხზე  - ჩვენს დელეგაციაში შედიან ენერგეტიკის ექსპერტები, ასევე სამხედრო წარმომადგენლები საზღვაო და საჰაერო კომპონენტებიდან". - დაამატა უმეროვმა X-ზე გავრცელებულ პოსტში.

კომენტარები