გიორგი ჩიკვაიძე

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა - ომბუდსმენის რწმუნებულებმა ჩიკვაიძე მოინახულეს

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, დღეს, 19 მარტს ომბუდსმენის რწმუნებულებმა, მათ შორის, აპარატში დასაქმებულმა ექიმმა გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს. 

მათი განცხადებით, ჩიკვაიძის მდგომარეობა საყურადღებოა.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გიორგი ჩიკვაიძეს გამოცხადებული აქვს შიმშილობა. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

 ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, არ ვასაჯაროებთ". - ნათქვამია განცხადებაში.

11 მარტს, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო, პატიმრობით შეცვალა. ჩიკვაიძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

გიორგი ჩიკვაიძემ საპატიმროში შიმშილობა დაიწყო. მისი ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი პაპიაშვილმა დღეს, 19 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შიმშილობის მე-8 დღეს, ჩიკვაიძის მდგომარეობა მძიმე იყო. მას გადაადგილება უჭირს.

კომენტარები