ოკუპირებული ცხინვალი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი მარტის ბოლომდე შვებულებაში რჩება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დეფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი
gdb.org

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი 28 მარტამდე ხანმოკლე შვებულება აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას დეფაქტო პრეზიდენტის პრესამსახური ავრცელებს.

სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის ფუნქციებს ამ პერიოდში ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე კონსტანტინ ჯუსოევი შეასრულებს.

"მთავრობის თავმჯდომარე ყოველდღიურად მოახსენებს პრეზიდენტს რესპუბლიკაში არსებული სიტუაციის შესახებ". – წერია პრესცენტრის განცხადებაში.

მიმდინარე წლის 6 მარტს, ინფარქტზე ეჭვით, გაგლოევი ვლადიკავკაზის (რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქი) საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მას არა ინფარქტი, არამედ ჰიპერტონიული კრიზი ჰქონდა. 

11 მარტს გაგლოევი საავადმყოფოდან გამოწერეს, 14 მარტს დეფაქტო ლიდერი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მაქსიმ რეშეტნიკოვს შეხვდა.

პრესსამსახურში არ დაუდასტურებიათ უკავშირდება თუ არა გაგლოევის შვებულება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

კომენტარები