რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Fox News-ის ჟურნალისტის ცნობით, 11 მარტს ერ-რიადში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები გაიმართება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო
REUTERS/Evelyn Hockstein/Pool

ამერიკული ტელევიზია Fox News-ის ჟურნალისტის, ჯაქი ჰაინრიხის ცნობით, 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები გაიმართება. 

ჟურნალისტის ცნობით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში უკრაინულ მხარესთან შესახვედრად ჩავლენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი. 

უკრაინის დელეგაციაში, ჰაინრიხის ცნობით, იქნება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი. 

"რუბიო, უიტკოფი, უოლცი სამშაბათს ერ-რიადში გაემგზავრებიან, რათა უკრაინელებს შეხვდნენ, მათ შორის, ერმაკს". - წერს Fox News-ის ჟურნალისტი X-ზე. 

კომენტარები