რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლუკაშენკოს თქმით, პუტინი არასდროს დათანხმდება უკრაინაში ევროპელი სამხედროების განთავსებას

ალექსანდრ ლუკაშენკო
Photo: REUTERS/Vasily Fedosenko

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი "არასდროს დათანხმდება" უკრაინაში ევროპელი სამხედროების განლაგებას.

ბლოგერ მარიო ნაუფალთან ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა, ლუკაშენკომ შეაქო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომა უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით და თქვა, რომ პუტინი სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზადაა.

თუმცა, ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ წინადადებას, რომელიც უკრაინაში ევროპელი სამხედროების განლაგებას გულისხმობს, რუსეთის მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება.

"რუსეთი ამას არასდროს დათანხმდება, ყოველ შემთხვევაში, დღეს ესაა რუსეთის პოზიცია. განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირის ლიდერები, უპირველეს ყოვლისა გერმანიისა და საფრანგეთის სახით, ძალიან აგრესიულ პოზიციებს იკავებენ ამ მომენტისთვის". - თქვა ლუკაშენკომ.

ამასთანავე, ლუკაშენკომ დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს მინსკში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შეხვედრა შესთავაზა.

არსებული ინფორმაციით, ბელარუსის ლიდერმა ამერიკელ ბლოგერთან ინტერვიუში აშშ-ს მიერ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტაზეც ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ მას სურს დაეხმაროს დონალდ ტრამპს კიევსა და მოსკოვს შორის მშვიდობის დამყარებაში.

კომენტარები