რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ლემი: რუსული აქტივების გაყინვიდან მათ კონფისკაციაზე უნდა გადავიდეთ

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი
Sky News

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის თქმით, ევროპამ რუსული აქტივების გაყინვიდან მათ კონფისკაციაზე უნდა გადაინაცვლოს.

"ევროპამ სწრაფად უნდა იმოქმედოს, და მე მჯერა, რომ გაყინვიდან კონფისკაციაზე უნდა გადავიდეთ" -თქვა დევიდ ლემიმ ბრიტანეთის პარლამენტში.

 ბრიტანეთის პარლამენტში დასმულ კითხვაზე, მოიწონებდა თუ არა საგანგებო კანონმდებლობას, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად ამ აქტივების კონფისკაციასა და გადამისამართებას ითვალისწინებს, ლემიმ აღნიშნა, რომ ევროპამ ერთობლივად უნდა იმოქმედოს:

"ეს არ არის საკითხი, რომელზეც რომელიმე მთავრობას დამოუკიდებლად შეუძლია მოქმედება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად" – აღნიშნა ლემიმ.

თუმცა, მან არ განუმარტავს ზუსტად როგორ სურს ამ აქტივების მართვა.

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა $300 მილიარდის ღირებულების რუსული ფინანსური აქტივები გაყინეს. 

კომენტარები