რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჯონსონი: ეს რიტორიკა გულისამრევია, რომლის მიხედვითაც უკრაინა ომის დაწყებაშია დამნაშავე

მთელი ეს ამბავი, სიმართლე რომ გითხრათ, გულისამრევია. ის რიტორიკა, რომლის მიხედვითაც უკრაინა თითქოს ომის დაწყებაშია დამნაშავე, ისეთივე აბსურდულია, როგორც იმის თქმა, რომ მოცურავეები თავად დაესხნენ თავს ზვიგენს [ფილმ] Jaws-ში, ან რომ შეერთებული შტატები თავს დაესხა იაპონიას პერლ ჰარბორში. ეს სრული სიმართლის ამოტრიალებაა, ორველიანურია.

თუმცა, ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც რეალურად ხდება კიევში და მიმდინარე მოლაპარაკებებზე. დღეს, თუ შევხედავთ მაგიდაზე არსებულ ტექსტს წიაღისეულის შესახებ შეთანხმების შესახებ, ვნახავთ, რომ მასში უკრაინისთვის ძალიან იმედისმომცემი ნაწილებია. ეს შეთანხმება აშშ-ს პასუხისმგებლობას აკისრებს, მხარი დაუჭიროს თავისუფალ, სუვერენულ და უსაფრთხო უკრაინას და უზრუნველყოს უკრაინის მომავალი დაფინანსება.

ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან სუვერენულ ქვეყანას უნდა შეეძლოს საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრა. მან თავად გადაწყვიტოს, რომელ ორგანიზაციებში სურს გაწევრიანება და ასევე, რომელი ძალები უნდა დაეხმარონ მის უსაფრთხოების დაცვაში.

თქვა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რომელიც კიევში უკრაინაში რუსეთის სრუმაშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავის საერთაშორისო შეხვედრაზე იმყოფება  

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 თებერვალს მკვეთრად გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ფაქტობრივად უკრაინას ომის დაწყებაში დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც აშშ-სა და რუსეთის დელეგაციები უკრაინაში ომის დასამთავრებლად მოლაპარაკებებისთვის ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდნენ. მოგვიანებით, ტრამპმა ზელენსკის "დიქტატორი" უწოდა.

კომენტარები