ალეკო ელისაშვილის საქმე

სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე ელისაშვილის 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

ინტერპრესნიუსი

პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე. 

დღევანდელ სხდომაზე სასამართოს დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარემ მიმართა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ელისაშვილმაც, რომელიც სიტყვის დასრულების შემდეგ სხდომიდან გააძევეს. დარბაზი დაატოვებინეს დამსწრეებსაც და მედიასაც. ადვოკატებმა სხდომის მედიისთვის გახსნის შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლე გელაშვილმა არ დააკმაყოფილა,  განაჩენის გამოცხადებისთვის სხდომა სრულად დაიხურა.

"მადლობა ადვოკატებს შრომისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ფუჭია, რადგან შეაყარე კედელს ცერცვი სიტუაციაა. ვიცით, სადაც ვართ და რაში ვმონაწილეობთ. ჩემზე ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია. კობახიძემ დღესაც მახსენა, ალეკო ტერორისტია, არიქა გელაშვილი არ შეყოყმანდესო. მაგრამ, არ მგონია, შეყოყმანდეს, 72 წლის კაცი გაუშვა ციხეში.

2024 წელს მაშინდელი მოქმედი დეპუტატი კანცელარიის წინ პოლიციამ უგონოდ მცემა, ისინი კადრებშიც ჩანან. მაგალითად, ზაქრო ჩოხელი მე ამოვიცანი, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყეს. მეორედაც რომ პოლიციელმა ქორთიარდიდან ოპოზუციის შეხვედრიდან გამოსული გამიტაცა და ნეკნები ჩამილეწა, დაჭერილია? არა. ბოლოს, ამ საქმეზე დაკავების მერეც მცემეს, დააკავეთ ვინმე? მე იარაღი იქ არ ამომიღია, ვინმეს მოკვლა რომ მდომოდა, არცერთი ცოცხალი არ იქნებოდა. ბოლო-ბოლო, 2 ომში ვარ ნამყოფი და იარაღის ხმარება ვიცი.

ჩემი საქციელი პროტესტი იყო იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება, მათ შორის, ამ შენობაში. ხელისუფლებისთვის შეფურთხება მინდოდა და იმის ჩვენება, რომ ვერ დაგვაჩოქებენ. მე პოლიტიკოსად არ დავბადებულვარ, დავიბადე კაცად და ქართველად და სულ ასე იქნება. მოქმედება ჩავთვალე საჭიროდ და ხელისუფლებისთვის შეფურთხება მინდოდა. თუ არ გამომივიდოდა, ვიცოდი, რაც მელოდა. მე აქ ქვეყნის სიყვარულისთვის ვზივარ. ქვეყნის წინაშე პირნათელი ვარ, ჩემი სახლი ამოატრიალეს და არც ფული ამოუღიათ და არც ოქროს ზოდები. ჩემთვის მთავარია, მამაჩემი და ჩემი შვილები ამაყობდნენ ჩემით. მინდა, გახარიას ხალხი გავამხნევო, ყოჩაღები იყვნენ.

კობახიძის და მდინარაძის დედა მოვ**ან. უკრაინას გაუმარჯოს და დედის **ვნა რუსეთს". - თქვა ელისაშვილმა დასკვნით სიტყვაში

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს.

მას პროკურატურამ ბრალდება ტერორიზმის მუხლით წარუდგინა, კერძოდ უწყება პოლიტიკოსს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებოდა. გამოძიების თანახმად, 2025 წლის 29 ნოემბრის გამთენიისას, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა და დაზიანებები მიაყენა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს.

2025 წლის 30 მარტს პროკურატურამ ელისაშვილს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა. უწყება მას 2025 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივსთვის ცეცლის წაკიდებას ედავება.  

კომენტარები