"უკრაინა - დაუყოვნებლივ!" - ეს იყო ჩემი პასუხი ევროპარლამენტარების მიმართ, როდესაც მათ იკითხეს, თუ რომელი შემდეგი ქვეყნის ნახვა მსურდა ევროკავშირში. უკრაინა, ვინაიდან ისინი იბრძვიან თავიანთი არჩევანისთვის, იყვნენ ევროკავშირის ოჯახის წევრი. მე დღეს კიევში მივემგზავრები, რათა გამოვხატო სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლის თავზე.
სიბნელეში უკრაინელებმა აჩვენეს თავიანთი გასაოცარი სიმამაცე. ისინი არამხოლოდ თავიანთი მიწისთვის, არამედ თავისუფლებისთვის, ღირსებისა და მომავლისთვისაც იბრძვიან. ისინი შეჰყურებენ ევროპას, ვინაიდან მათ იციან, რა არის ალტერნატივა: მსოფლიო ღირებულებების გარეშე, რომელიც სისასტიკისა და უსამართლობის მიერ იმართება.
უკრაინას სჭირდება განგრძობითი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარება. 134.5 მილიარდი ევროთი ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები უკვე არის უდიდესი დონორი და ინვესტორი. რა იქნება შემდეგ? უსაფრთხოების გარანტიები, რეკონსტრუქცია და ნათელი გზა ევროკავშირის წევრობისკენ.
უსაფრთხოების გარანტიები ევროკავშირის ლიდერების დღის წესრიგში პირველ ადგილზეა - რეკონსტრუქცია და უკრაინის გაწევრიანება ჩემი [დღის წესრიგის]. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას საერთო ბაზარში უფრო ღრმად ინტეგრაციაში, ინვესტიციის მოზიდვასა და ინდუსტრიების გაძლიერებაში, მათ შორის - თავდაცვის. ძლიერი უკრაინა ძლიერი ევროპაა.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს გზა. თავისუფალი, აყვავებული უკრაინა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისა და სანდომიანობისთვის. ისტორია განსჯის ჩვენს მოქმედებებს. ევროკავშირმა გააკეთა საკუთარი არჩევანი - უკრაინა ჩვენი ნაწილია. ახლა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად, სიმტკიცით, რომელიც უკრაინის სიმამაცის შესაფერისია.





