ფედერალისტები

ბოკერია: პროგნოზები, რომ ყველაფერი ცუდად იქნება, არის საზიანო ჩვენთვის

მე მგონია, რომ ყველას ამოცანა, პოლიტიკური ოპოზიციისაც, უნდა იყოს, იმ გზავნილის მიტანა პოლიტიკურად და პრაგმატულად ქვეყნის გარეთ იმ გზავნილის მიტანა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი სამყაროსთვის, შეერთებული შტატებისთვის იმ გზით წასვლა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაცვას და აქვე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის აქტუალურობის და მნიშვნელობის მიწოდება. რა თქმა უნდა, სანამ ხელისუფლება ისეთი გვყავს, როგორიც გვყავს, ნებისმიერი ოპოზიციის ან საზოგადოებრივი ჯგუფის შესაძლებლობები შეზღუდულია საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ინტერესების გატანისთვის, ამიტომ არის აუცილებელი ამ რეჟიმის გამოცვლა, თუმცა რაც შეგვიძლია, ის უნდა გავაკეთოთ. ხოლო, ქვეყნის შიგნით ვაება, მოთქმა, პროგნოზების გამოთქმა, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად იქნება და ბრაზის გამოხატვა მით უმეტეს იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა და იმედი მაქვს არ მოხდება, არის საზიანო ჩვენთვის. და აქ არაფერ შუაში არ არის პროდასავლურობა, პროამერიკულობა ან ტრამპის დაცვა, აქ ლაპარაკია იმაზე, თუ რა არის ჩვენს ინტერესში და რისკენ უნდა მივისწრაფოდეთ. ის სამარცხვინო რეაქცია, რასაც ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმისგან, რომელიც ბუნებრივია, ერთი-ერთში ემთხვევა რუსულ რეაქციას, უნდა გამოვიყენოთ ყველა საქართველოს მოქალაქესთან, მათ შორის, ქართული ოცნების მომხრეების ნაწილთან, ან მოყოყმანე ადამიანებთან კომუნიკაციაში - სიმართლე, რომ ეს რეაქცია, რაც ვიხილეთ მათი ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტისგან [შალვა რამიშვილი], უკრაინის დამარცხება ანუ კოლაფსი ჩვენი გამარჯვებააო. ამათი სიხარულია არის პირდაპირი ლუსტრაცია იმის თუ რა რეჟიმთან გვაქვს საქმე.

[...] ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ამ ამბავს, რუსული პროპაგანდის იდენტურად, იყენებს საზოგადოების დემორალიზებისთვის, თურმე ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა უნდა დავთმოთ.

[...] ამას ვინც აღვივებს, თესავს, მორალურად და პრაგმატულად ამ გზავნილს აკეთებს ჩვენი მტრის გასაგონად, რომ ეს არის მმართველი გუნდის განწყობა საქართველოში, ჩვენ გვაყენებს უზარმაზარი საფრთხის წინაშე მომავალში - ეს არის ის გზავნილი, რაც უნდა გვქონდეს ჩვენ, რაიმე მოთქმის, ვაების ან ბრაზის გამოხატვის მაგივრად.

თქვა ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ Facebook-ლაივში.

კომენტარები