ფედერალისტები

"ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს!" - ფილმი საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაზე

9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ პარტია ფედერალისტებისა და ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ფილმის ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს! ჩვენება გაიმართა. 

"მე მჯერა, რომ ქართველებს უფრო მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს - პირველ რიგში, ჩვენი ისტორია და თავისუფლებისთვის ისტორიული ბრძოლა. ამოცანა, როდესაც ფედერალისტები და თავისუფლების ინსტიტუტი ამ ფილმს ვაკეთებდით იყო ეს, რომ გაგვერღვია წინასწარი განწყობები, ბარიერები და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის შეგვეხსენებინა, რა გამოვიარეთ აქამდე მოსასვლელად და რას ანიავებს ქართული ოცნების რეჟიმი." - აცხადებს ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

ფილმი შეეხება საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისთვის.

"ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ეს შანსი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების, რასაც ამდენი თაობა შეეწირა, ხელიდან გავუშვათ და ჯოჯოხეთისთვის გავწიროთ შემდეგი თაობები, როგორც ეს 1921 წლის შემდეგ მოხდა, ამიტომ დგას ეს ხალხი ქუჩაში და ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ." - ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ფილმის ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს! ჩვენების შემდეგ.

კომენტარები