ფედერალისტები

ჩერგოლეიშვილი: ლიტვის მიერ სანქცირებულ 102 პირს შორის 37 ჩვენი მიწოდებული სიიდანაა

ლიტვამ გამოაქვეყნა სანქცირებულთა სია - ვინ არის სანქცირებული. შევადარეთ, რადგან ჩვენ ვაგროვებთ უფლებადამრღვევი ანუ პროტესტის მონაწილეების უფლებების უხეში დამრღვევი პროკურორების, მოსამართლეების, გამომძიებლების სიას და დოკუმენტირებული გვაქვს ოქმების მიხედვით. ჩვენს ცხელ ხაზზე როცა რეკავენ - იურიდიული დახმარების მისაღებად, დაკავებული ხალხისთვის ადვოკატის მოსაძებნად, უშველებელი ჯარიმების გამო, ვთხოვთ დოკუმენტაციას, დაკავების ოქმი იქნება თუ ჯარიმის. ვინაობებიც და ყველაფერი, ოფიციალურად დოკუმენტირებული რაც გვაქვს, ვკრებთ და ისე ვუგზავნით პრეზიდენტის პლატფორმის გავლით ჩვენს პარტნიორებს.

102 სანქცირებულ პირს შორის, ჩვენი სიიდან, რაც ჩვენ მივაწოდეთ, არის 37 ადამიანი, აქედან 22 მოსამართლე, 8 პროკურორი და 6 პოლიციელი, ასე რომ ეს არის კონკრეტული შედეგი იმისა, რომ შენ შეგიძლია, პროპორციული ძალა დაუპირისპირო იმ ადამიანებს, ვინც უკანონო დავალებებს ასრულებენ და პროტესტის მონაწილეების უფლებებს უხეშად არღვევენ,

ვიღაც იფიქრებს, რომ ლიტვაში დასანქცირებულია და რა მოხდა, სულ არ წავა იქ, ეგრე არ არის. ლიტვა ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, მისი სავიზო სანქციები რომ გადევს, არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ საბერძნეთი არ გამოგაბრუნებს თავისი საზღვრიდან. ამას გარდა, ჩვენ ვმუშაობთ იმაზეც, რომ ჯაჭვური ეფექტი ჰქონდეს ამ ყველაფერს და თუ არ ჩამოიშლება დროულად რეჟიმის უკანონო ბრძანებების ვერტიკალი და გაგრძელდება ეს აღვირახსნილი ჯარიმების, დაკავებების და უფლებადარღვევების პოლიტიკა, სხვა ქვეყნებიც იგივენაირად იმოქმედებენ. ამიტომ დაზღვეული არავინ არ არის, დაზღვევა იქნება უარის თქმა უკანონო დავალებების შესრულებაზე, და რეალურად, დაუმორჩილებლობა უკანონო დავალებების და უკანონოა ყველაფერი, რაც პროტესტის და წინააღმდეგობის წინააღმდეგაა მიმართული.

ამას მალე შეიგრძნობს ყველა, რადგან დაწყებულია უკვე ის პროცესი, რამაც წესით რეჟიმის ხიშტებს, რაზეც დგას რეჟიმი, რასაც ემყარება, იმ ძალადობრივ ვერტიკალს, საფუძველი უნდა გამოაცალოს, ეს არის ჩვენი ამოცანა და პრეზიდენტის პლატფორმის ფარგლებშივ ამაზე ვმუშაობთ.

ამბობს ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook Live-ში.

დღეს, 15 აპრილს ლიტვამ ივანიშვილის რეჟიმის 102 სანქცირებული წარმომადგენლის გვარები გაასაჯაროვა. სანქცირებულ პირებს ლიტვაში შესვლა ეკრძალებათ. 

კომენტარები