გიგა ბოკერია

ბოკერია: ჩვენი ეროვნული ინტერესი უცვლელია - ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება

ჩვენი ეროვნული ინტერესები არის უცვლელი.

ჩვენი ეროვნული ინტერესია ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, თავისუფლება და იმ სამყაროს ნაწილად ყოფნა, სადაც ქვეყნების თავისუფლება, ადამიანების თავისუფლება ამ ქვეყნების შიგნით არის დაცული განუზომლად მეტად, ვიდრე მის ალტერნატივაში - ანუ, რუსულ და მის მოკავშირეთა გარემოცვაში, სადაც ჩვენ გველის უზარმაზარი საფრთხეები და სადაც თამაშის წესები მინიმალურიც კი არ არსებობს; არც სახელმწიფოებრიობის დაცვის თვალსაზრისით, მითუმეტეს პატარა ზომის ქვეყნების თვალსაზრისით და მითუმეტეს ადამიანების, რომლებიც იქ ცხოვრობენ.

ამის მაგალითია რაც ხდება რუსეთში და ყველგან, სადაც პუტინის რეჟიმი ბატონობს და ჩვენს მეზობლად, ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ამ კადიროვების და ჯალათებისთვის აქვთ დათმობილი ვითარება.

ამ საქმეს გვიქადის ჩვენ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც რუსებს გააბატონებს ჩვენს რეგიონში. 

თქვა პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

კომენტარები