ესენი არიან საბჭოთა, რუსული რეაქციული მენტალიტეტის მოღალატეები და მეტი არაფერი. ქვეყნის მომავლის ღალატის ხარჯზე ივანიშვილის ძალაუფლებისა და საკუთარი მდგომარეობის შენარჩუნების გარდა არანაირი იდეოლოგია არ აღელვებთ. ახლა ევროპარლამენტის შედეგებს ზეიმობენ, რომ საზოგადოების ნაწილი და თავისი მომხრეები მოატყუონ. არადა რაზე ატყუებენ? რომ მწვანეებმა დაკარგეს ხმები და ევროპის სახალხო პარტიამ, მათი აზრით, მთავარმა მტერმა, რომ მოიმატა ხმები? ულტრამემარჯვენეების იმედი აქვთ და ამ ულტრამემარჯვენეებში არიან შვედი დემოკრატები, რომლებიც კიდევ უფრო ანტირუსულები, პრო-NATO და პროამერიკულია ვიდრე სხვა პარტიები. ან მელონის გამარჯვება რომ იზეიმეს, ჩვენმა ფაშისტმა მოიგოო და რეალურად უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით კონსერვატიული პოზიციის საყრდენია. ასევე, უხარიათ ლეპენი, რომელიც სოციალისტია შინაარსით, მარა თუ ეს ისეა, როგორც ესენი ამბობენ, რომ იმარჯვებენ ისინი, ვისაც პრაგმატული მშვიდობის პოზიცია აქვს რუსეთის მიმართო, საქართველოსთვის ეს კარგი როგორ არის? ანუ ფეხებზე დაგვიკიდებენ, რუსეთთან გარიგებას უფრო წინ დააყენებენ, ვიდრე ჩვენ სუვერენიტეტს? ეს უხარიათ ამ მოღალატეებს? კი, რადგან ამაში ხედავენ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების შანსს. ტრამპს რაც შეეხება, ვილსონით დაწყებული კონგრესი და სენატორებით გაგრძელებული, ტრამპის მომხრე კონგრესმენები არიან მათ მიმართ სანქციების ინიციატორები. მოკლედ, ერთადერთი ომის და საქართველოს იზოლაციის პარტია არიან ესენი და ჩვენ თუ არ მოვიშორეთ პოლიტიკურად, აღმოვჩნდებით ასეთ კომიკურ მდგომარეობაში, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია ჩვენთვის დღეს.
tbl.ge/6ta6
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება ქართული ოცნების მესიჯბოქსს, რომ ევროპასა და ამერიკაში არჩევნებში "მათი თანამოაზრეები" იმარჯვებენ.
ამავე თემაზე
- ბოკერია: ჩვენი ეროვნული ინტერესი უცვლელია - ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება
- ბოკერია: გათვლა იმაზე, რომ რუსეთის სამიზნე არ გავხდებით, მოღალატეობრივი უპასუხისმგებლობაა
- ბოკერია ჟიჟილაშვილზე: ვინც ასეთ რამეს იკადრებს, უკარებელი ჟურნალისტი უნდა იყოს
- პოპულიზმით დასჯილნი ივანიშვილის პროპაგანდის სამსახურში – გიგა ბოკერიას თვალსაზრისი
- ბოკერია: არ ვიცი, ეკა კვესიტაძის განცხადება უფრო უტიფარია თუ კომიკური