რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა კრამატორსკი დაბომბა, დაღუპულია ერთი ადამიანი

კრამატორსკის დაბომბვის შედეგები, 10.02.25
Pravda.ua

9 თებერვალს რუსულმა ავიაციამ კრამატორსკი ФАБ-500 ტიპის ჭურვით დაბომბა.

რუსული იერიშის შედეგად დაიღუპა 1 და დაიჭრა 9 ადამიანი. 

"9 თებერვლის ღამეს, რუსეთმა მართვადი ФАБ-500-ის გამოყენებით დაბომბა საცხოვრებელი შენობა, დაშავდა 9, დაიღუპა 1 ადამიანი". – წერს კრამატორსკის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ალექსანდრ გონჩარენკო.

იერიშის შედეგად დაზიანდა 7 კერძო სახლი, მრავაბინიანი კორპუსები, სამედიცინო ამბულატორია, საგანმანათლებლო და სავაჭრო ობიექტები.

გარდა ამისა, დაბომბვის შედეგად დაიწვა რამდენიმე ავტომობილი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები