8 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ილაპარაკა.
ზელენსკის თქმით, პუტინი დაზავებას არ აპირებს და ომის გასაგრძელებლად რესურსს ზრდის:
"დაზვერვაზე დაყრდნობით ჩვენ უკვე ვიცით, რომ რუსეთი ახალ დივიზიებს ქმნის და აძლიერებს სამხედრო წარმოებას. ცხადია, მომავალშიც გაგრძელდება ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობა. სამწუხაროდ, მოსკოვი იმ რეგიონში (ჩრდილოეთ კორეა) აზიარებს თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს, კერძოდ უპილოტო ტექნოლოგიებს".
ასევე, დაზვერვაზე დაყრდნობით ზელესნკი ამბობს, რომ რუსეთი 100 000 ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვევას გეგმავს:
"ახლა ისინი ზრდიან ჯარს 100 000-ზე მეტი ჯარისკაცით. ყველა პარტნიორმა ეს უნდა იცოდეს და დაინახოს. მზად ვართ წარმოვადგინოთ და გადავცეთ შესაბამისი ინფორმაცია".
ზელსნკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის არა მხოლოდ უკრაინასთან, არამდე სხვა ქვეყნებთან ომისთვის იკრებს ძალებს.