ავიაკატასტროფა აშშ-ში

ფილადელფიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი საევაკუაციო იყო, ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა

ბოლო ცნობებით, ფილადელფიაში გუშინ, 31 იანვარს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სამედიცინო-საევაკუაციო ტიპის იყო და ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა

6 ადამიანს შორის იყო არასრულწლოვანი გოგო, პედიატრიული პაციენტი, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში დაავადების მკურნალობის შემდეგ აშშ-დან მექსიკაში ბრუნდებოდა. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, გადარჩა თუ არა ვინმე ბორტზე მყოფთაგან.

დიდი ალბათობით, მომხდარს ბორტზე მყოფი ყველა პირი ემსხვერპლა. 

თვითმფრინავი ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:30 საათზე ჩამოვარდა და მიწასთან შეჯახებიდან მალევე აფეთქდა, რის გამოც რამდენიმე ახლომდებარე სახლს ცეცხლი გაუჩნდა. 

აფეთქების შედეგად დაშავდა ჩამოვარდნის ადგილთან ახლოს მყოფი 6 ადამიანი. მათგან 3 გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

კვლავ უცნობი რჩება მიზეზი, რამაც თვითმფრინავის ჩამოვარდნა გამოიწვია. 

სოციალურ მედიაში ვრცელდება თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და აფეთქების კადრებიც. 

 

კომენტარები