რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთში უკრაინის იერიშის შედეგად ორ ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, კალუგასა და ტულას რეგიონებში უკრაინის მიერ დრონებით იერიშის შედეგად ორ ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. სოციალურ ქსელში ხანძრების ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება. მომხდარის შესახებ წერს კალუგას რეგიონის გუბერნატორი, ვლადისლავ შაპშა

"ქალაქ ლიუდინოვში, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ინდუსტრიული საწარმოს ტერიტორიაზე გაჩნდა" – წერს შაპშა.

მოგვიანებით, შაპშამ დააზუსტა, რომ რეგიონში შვიდი დრონი ჩამოაგდეს და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჯამში ხუთი დრონის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია ტულას რეგიონის გუბერნატორმა, დმიტრი მილიაევმაც გაავრცელა. მისი თქმით, ერთ-ერთ საწარმოში, სადაც დრონი ჩამოვარდა, საწვავის კონტეინერს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა ის ორ საათში ჩააქრეს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით ბრიანსკის, კურსკის, კალუგას, ტულას, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში უკრაინის 46 დრონი ჩამოაგდეს.

 

კომენტარები