რუსეთში, ქალაქ ტულაში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალის შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
ტულის ოლქის ადმინისტრაციის თქმით, ევაკუირებულია 57 პაციენტი. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.
წინასწარი მონაცემებით ხანძარი ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია.
ადგილობრივი მედიების ცნობით ცეცხლი 1000 კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული.





