თბილისის საახალწლო სოფელი 14 იანვრამდე იმუშავებს. ამის შესახებ კახა კალაძემ თქვა.
"ნათქვამი გვქონდა, რომ "საახალწლო სოფელი" 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებდა, თუმცა შემოვიდა ბევრი წერილი თხოვნით, გახანგრძლივდეს საახალწლო დღეები.
მივიღეთ გადაწყვეტილება და "საახალწლო სოფელი" 14 იანვრამდე იფუნქციონირებს. საახალწლო სოფლის ტრადიცია 2017 წლიდან დავამკვიდრეთ, შევქმენით შესაბამისი სივრცე, რომელიც ყოველწლიურად უფრო მასშტაბური ხდება.
წელს განსაკუთრებით ლამაზია ჩვენი "საახალწლო სოფელი". უამრავი ადამიანი სტუმრობს, როგორც თბილისელები, ისე დედაქალაქის სტუმრები, ტურისტები. გვაქვს მრავალფეროვანი პროგრამა, მოქმედებს დიდი ყინულის მოედანი. ამ მასშტაბის ყინულის მოედანი არასდროს მოწყობილა. მიხარია, რომ ულამაზესად არის მორთული ჩვენი "საახალწლო სოფელი“. 14 იანვრამდე ყველას ექნება შესაძლებლობა, მოვიდეს შვილებით, შვილიშვილებით, გაერთოს, იხილოს წარმოდგენები, სხვადასხვა ღონისძიებები,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.





