ახალი წელი 2025

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საახალწლო სუფრა გაშალეს

ტაბულა

31 დეკემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მომიტინგეებმა საახალწლო სუფრა გაშალეს.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე მაგიდები მიიტანეს, რომლითაც საახალწლო სუფრა თავისუფლების მოედნიდან სასტუმრო თბილისი მარიოტამდე გაშალეს. 

მომიტინგეების მიერ გაშლილი სუფრა სიმბოლურად წითელ და თეთრ ფერებში არის გაწყობილი.

უკვე 34-ე დღეა, რაც აქციები მიმდინარეობს.

კომენტარები