რუსეთი

ვლადიკავკაზში, სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის მიზეზი ჩამოვარდნილი დრონი გახდა

სავაჭრო ცენტრი "ალანია" ვლადიკავკაზში
Echo Kavkaza

25 დეკემბერს, რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა.

ბოლო მონაცემებით ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრ ალანიაში ხანძრის გაჩენის მიზეზი ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი გახდა. შესაბამის ვიდეოს მედია Baza ავრცელებს.

აფეთქება 8:30 საათზე მოხდა, სავაჭრო ცენტრი მომხმარებლებისთვის გახსნილი ჯერ არ იყო.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, აფეთქება მე-3 სართულზე მოხდა. 10:15 საათზე მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა შეძლეს.

აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.

კომენტარები