ახალი წელი 2025

კალაძე: წელს საახალწლო სოფელი უფრო მასშტაბურია, ყველას გეპატიჟებით, მობრძანდით

2017 წლიდან მოყოლებული ერთგვარ ტრადიციად იქცა საახალწლო სოფლის გაკეთება, სადაც უამრავი ადამიანი იკრიბება, წელსაც განსაკუთრებულად ლამაზია, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ წელს უფრო მასშტაბურია  უფრო დიდია. ჩემს ზურგს უკან არის ულამაზესი ყინულის მოედანი, ამ მასტაბის ყინულის მოედანი არასდროს არ გვქონია დედაქალაქში.

ყველას გეპატიჟებით, მობრძანდით, თქვენი შვილებით, შვილიშვილებით, არის საოცარი გარემო, ულამაზესი და მართლაც ძალიან მიხარია...

გელოდებით, საახალწლო სოფელი ჩვეულებრივად ფუნქციონირებს, მართლაც საოცარი გარემოა, ულამაზესია და რავიცი, გელოდებით ყველას.

თბილისის მერი კახა კალაძე საახალწლო სოფლიდან.

კომენტარები