რუსეთში, ქალაქ ვოლოგდაში იოსებ სტალინის ახალი ძეგლი დადგეს.
ოლქის გუბერნატორის, გეორგი ფილიმონოვის თქმით, სტალინისთვის ძეგლის დადგმა "წარსულისადმი საღი, გაწონასწორებული დამოკიდებულებისკენ გადადგმული ნაბიჯია".
ძეგლი "ვოლოგდას გადასახლების" სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მოათავსეს, სადაც სტალინი 1911-1912 წლებში გადასახლებაში ცხოვრობდა.
სტალინის ძეგლის დადგმის წინადადებით რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ადგილობრივი დანაყოფი გამოვიდა.
ფილიმონოვმა ინფორმაცია პროექტის შესახებ ოქტომბრის დასაწყისში გაავრცელა. გუბერნატორმა ქალაქში სტალინის ძეგლის დადგმა "საზოგადოების მხრიდან მაღალი" მოთხოვნით ახსნა.
მანამდე, 2023 წლის თებერვალში ვოლგოგრადში სტალინის ბიუსტი დადგეს, ხოლო ამავე წლის ნოემბერში ველიკიე-ლუკეში სტალინს 8-მეტრიანი ძეგლი დაუდგეს.





