უკრაინის იუსტიციის მინისტრის, ოლგა სტეფანიშინას ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის სახელმწიფო რეესტრებზე კიბერშეტევა განახორციელა.
"უკვე დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ შეტევა რუსებმა განახორციელეს იმ მიზნით, რომ ხელი შეეშალათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელწმიფო ინფრასტრუქტურის მუშაობისთვის. [...] [რუსეთი] ცდილობს ეს სიტუაცია გამოიყენოს საკუთარ ინფორმაციულ ოპერაციებისთვის, რათა უკრაინის მოქალაქეებს შორის და მის საზღვრებს მიღმა პანიკა დათესოს" – წერს სტეფანიშინა.
მინისტრის თქმით, მიყენებული ზიანის გამოსწორებას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.





