ესტონეთის პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი ყაველაშვილის ივანიშვილის პრეზიდენტად დანიშვნის ფონზე წერს, რომ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.
ამის შესახებ მიჰკელსონი X-ზე წერს.
"საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია!" - წერს მიჰკელსონი.
დღეს, 14 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმოსნებმა ივანიშვილის პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს.
პრეზიდენტის არჩევნები ახალი წესით ჩატარდა -კანდიდატი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც ჯამში 300 წევრისგან იყო დაკომპლექტებული.