ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება – ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველოს საკითხზე EU-ს წევრი ქვეყნები 16 დეკემბერს საგარეო საქმეთა საბჭოს მომავალ შეხვედრაზე იმსჯელებენ. მისივე თქმით, ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერებას. 

ამის შესახებ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. 

"საქართველოს საკითხი ბოლო დროს რამდენჯერმე იყო განხილული და 16 დეკემბერს საგარეო საქმეთა საბჭოს მომავალ შეხვედრაზე EU-ს 27 წევრი ქვეყანა საქართველოს კვლავ განიხილავს. ვიმედოვნებ, რომ შეხვედრის შემდეგ თქვენთვის მეტი ინფორმაციის გაზიარება შემეძლება. რისი თქმაც შემიძლია, არის, რომ ყველა ვარიანტი განიხილება, რასაც მრავალი თვეა ვამბობთ. ამ ვარიანტებში ასევე შედის საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობა, მაგრამ ამას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა განიხილავს და გადაწყვეტს". - თქვა ჰერჩინსკიმ. 


ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა. 

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე. 

ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა. 

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა

შემდგომ, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

კომენტარები