ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა 19 ნოემბერს განაცხადეს, რომ პენტაგონი უკრაინას, სულ მცირე, $275 მილიონის ღირებულების საბრძოლო მასალებით დაეხმარება.
აღნიშნული სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინას საპრეზიდენტო შემცირების უფლებამოსილების (PDA) მეშვეობით გადაეცემა, რაც ნიშნავს, რომ შეიარაღება აშშ-ს იარაღის მარაგებიდან გამოიყოფა და უკრაინას უფრო სწრაფად გადაეცემა, ვიდრე უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივით (USAI) გაწეული დახმარება.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Fox News-სთან განაცხადა, რომ დახმარების ეს პაკეტი HIMAR-ის სისტემებს, 155-მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, დრონებსა და ჯაველინების რაკეტებს მოიცავს, თუმცა მასში HIMARS-ების საბრძოლო მასალები არ შედის.
როდესაც აშშ უკრაინისთვის ამ პაკეტს დააანონსებს, ამერიკას უკრაინის დასახმარებლად PDA-იდან $6.9 მილიარდი, ხოლო USAI-დან $2.21 მილიარდი დარჩება.
მანამდე, გამოცემა Reuters-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების მიწოდება დაამტკიცა.
17 ნოემბერს გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.
მედიაში გავრცელებული ცნობები მალევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში, ბრაიენ ა. ნიკოლსმა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე დაადასტურა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".
რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა





