18 ნოემბერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეში საფრანგეთის მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტებით იერიშების მიტანაზე ნებართვის გაცემა ჯერ კიდევ განიხილება.
"ჩვენ ღიად ვთქვით, რომ ეს ვერსიაა, რომელსაც განვიხილავთ, თუკი ეს საშუალებას მისცემდა იერიშების მიტანას იმ სამიზნეებზე, საიდანაც რუსეთი ამჟამად უკრაინულ ტერიტორიაზე აგრესიას ახდენს. ასე რომ მეორე მხარეს არაფერია ახალი". - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.
მოგვიანებით, გამოცემა ამერიკულ Axios-ს საკითხში გარკვეულმა წყარომ დაუდასტურა, რომ ATACMS-ების გამოყენების უფლება მხოლოდ კურსკის ოლქზე ვრცელდება. წყაროს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკრაინას დაახლოებით სამი დღის წინ აცნობეს.
მოგვიანებით, ფრანგული გამოცემა Le Figaro წერდა, რომ აშშ-მდე რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის იარაღით, როგორებიცაა SCALP-ისა და Storm Shadow რაკეტები, იერიშების მიტანის უფლება უკრაინას საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ უკვე მისცა, თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ გამოცემამ აღნიშნული წინადადება წაშალა.





