რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა. შედეგად გარდაიცვალა ერთი ქალი, დაშავებულია 10 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი.
"14 ნოემბრის ღამეს ჩვენი ქალაქი კომბინირებული მასიური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. შედეგად დაიღუპა ქალი, დაჭრილებს უწევენ შესაბამის დახმარებას". – წერს Telegram-ში ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი.

ბოლო მონაცემებით დაზიანებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, სითბოს მომარაგების სისტემები, რელიგიური და სასწავლო დაწესებულებები.
ქალაქის დაბომბვის შესახებ ილაპარაკა ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა ოლეჰ კიპერმა. მისი თქმით, დაჭრილებს შორის არის 9 წლის ბავშვი, ასევე 22 წლის ახალგაზრდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.





