ქართული კინოგაქირავება

რა ვნახოთ დიდ ეკრანზე? – ნოემბრის მთავარი კინოპრემიერები

წარმოგიდგენთ ნოემბრის მთავარ ფილმებს, რომლებიც დიდ ეკრანზე შეგიძლიათ ნახოთ.

GLADIATOR II

24-წლიანი პაუზის შემდეგ რიდლი სკოტმა ოსკაროსანი ისტორიული საგის მეორე ნაწილი გადაიღო. რასელ კროუს ნაცვლად ამჯერად გლადიატორის როლს ახალი თაობის ვარსკვლავი პოლ მესკალი ასრულებს. წლის ბლოკბასტერის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში 14 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

თოფურია მატადორი

ესპანური დოკუმენტური ფილმი UFC-ის პირველ ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ცხოვრების შესახებ საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს გამოვა.

THE ROOM NEXT DOOR

ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული პედრო ალმადოვარის ფილმს, ქართველი სინეფილები დიდ ეკრანზე 14 ნოემბრიდან იხილავენ.

RED ONE

საშობაო კომედია, რომელშიც მთავარ როლებს მძაფრსიუჟეტიანი კინოს ვარსკლავები დუეინ ჯონსონი და კრის ევანსი ასრულებენ საქართველოს კინოთეატრებში 7 ნოემბერს გამოვიდა. 

NEVER LET GO

საშინელებათა ჟანრის ოსტატის, ალექსანდრ აჯას ახალი თრილერი, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი ჰოლი ბერი ასრულებს ქართულ კინოგაქირავებაში 7 ნოემბერს გამოვიდა.

WICKED

ოზის ჯადოქრის ალტერნატიული მუსიკალური ვერსია ქართულ კინოგაქირავებაში 21 ნოემბერს გამოვა. მიუზიკლში მთავარ როლებს არიანა გრანდე და სინტია ერივო ასრულებენ.

MOANA 2

დისნეის ცნობილი ანიმაციის მეორე ნაწილი ქართულ კინოგაქირავებაში 28 ნოემბერს გამოვა.

CONCLAVE

მისტიკური თრილერი, რომელშიც მთავარ როლს რალფ ფაინსი ასრულებს. სურათის ქართული პრემიერა 28 ნოემბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები