ოქტომბრის მთავარი ფილმები, რომელთა ნახვა დიდ ეკრანზეა შესაძლებელი.
Joker: Folie à deux
ხოაკინ ფენიქსი კომიქსების მთავარი ბოროტმოქმედის როლს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა. ახალ ჯოკერში ოსკაროსან მსახიობს პოპ დივა ლედი გაგა უმაგრებს ზურგს. ჯოკერი 2-ის კინოთეატრებში ნახვა 3 ოქტომბრიდან არის შესაძლებელი.
Venom: The Last Dance
ვენომის ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი. სპაიდერმენის სამყაროს ანტიგმირის როლს კვლავ ტომ ჰარდი ასრულებს. ბლოკბასტერი კინოგაქირავებაში 24 ოქტომბერს გამოვა.
Smile 2
2022 წლის ჰიტი ჰორორის ახალი ნაწილის დიდ ეკრანზე ნახვა 17 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.
The Wild Robot
სტუდია DreamWorks-ის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკური ანიმაცია. მთავარ გმირებს ლუპიტო ნიონგო, პედრო პასკალი, ბილ ნაი და სხვა ვარსკვლავები ახმოვანებენ. ფილმი ქართულ კინოგაქირავებაში 17 ოქტომბერს გამოვა.
გარდა ამისა, 11 ოქტომბერს ქართველ გულშემატკივრებს უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრის დიდ ეკრანზე ნახვის საშუალება აქვთ.
ბილეთების შესაძენად და დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ამ ბმულზე.





