საქართველოს კინოთეატრებში და ონლაინ პლატფორმა Cavea +-ზე ახალი ქართული ფილმი ვენეცია გამოვიდა.
ახალი ქართული ტრაგიკომედიის სიუჟეტის მიხედვით, სამშენებლო კომპანია უკვე 7 წელია ვერ ახერხებს საცხოვრებელი კომპლექსის სახელწოდებით ვენეციის დასრულებას. ბინის მესაკუთრეთა ყველა მცდელობა, იპოვონ გამოსავალი და თავად დაასრულონ მშენებლობა, მარცხით მთავრდება. შვიდწლიანი სტაგნაციის შემდეგ, ბინის მესაკუთრეებს საბოლოოდ აქვთ რეალური შანსი, მიიღონ თავიანთი ქონება დასრულებულ კორპუსში, მაგრამ მშენებლობის დასასრულებლად მათ უნდა აიძულონ ერთ-ერთი მესაკუთრე, დათმოს ბინა.
პროექტის ავტორის, რეჟისორ რუსუდან ჭყონიას თქმით, ფილმის ინსპირაცია მისი პირადი გამოცდილება გახდა.
ფილმში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, გიორგი ბაბლუანი, გიორგი ბოჭორიშვილი, ჯონი ჯანაშია, კატო კალატოზიშვილი და ჯანო იზორია ასრულებენ.
კინოთეატრის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს. სახლიდან გაუსვლელად ფილმის ყურება კი შესაძლებელია ონლაინ პლატფორმაზე Cavea+.












