ქართული კინოგაქირავება

რა ვნახოთ დიდ ეკრანზე? – აპრილის მთავარი კინოპრემიერები

წარმოგიდგენთ აპრილის მთავარ ფილმებს, რომლებიც დიდ ეკრანზე შეგიძლიათ ნახოთ.

THE FIRST OMEN

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშინელებათა ჟანრის ფრენჩაიზის მორიგი ნაწილი ქართულ კინოგაქირავებაში 4 აპრილს გამოვიდა. სურათი ორიგინალური ტრილოგიის პრეისტორიაა.

BACK TO BLACK

ბრიტანული ბიოგრაფიული ფილმი ნაადრევად ჩამქრალი ვარსკლავის, ემი უაინჰაუსის შესახებ. 27-წლიანელთა კლუბის წევრ მომღერალს მარისა აბელა თამაშობს. ბიოპიკის ნახვა დიდ ეკრანზე 11 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

CHALLENGERS

Call Me By Your Name-ისა და Suspiria-ს ავტორის ლუკა გუადანინოს ახალი სპორტული დრამა, რომელშიც მთავარ როლს ზენდაია ასრულებს ქართულ კინოთეატრებში 25 აპრილს გამოვა.

CIVIL WAR

The Sunshine_ისა და Annihilation-ის შემქმნელის ალექს გარლანდის ახალი და როგორც თავად რეჟისორი ამბობს კარიერაში ბოლო ნამუშევარი. მძაფრსიუჟეტიანი ფანტასტიკური ფილმის ნახვა დიდ ეკრანზე 11 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. 

ღიმილიანი საქართველო

2023 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ფილმი ადგილობრივ კინოგაქირავებაში 5 აპრილს გამოვა. ლუკა ბერაძის დოკუმენტური დრამა სოფერ უსახელოს მოსახლეობაზეა, რომელთაც 2012 წელს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კბილების გამოცვლას დაპირდნენ.

MONKEY MAN

დევ პატელის სრულმეტრაჟიანი დებიუტი. თრილერი, რომელმაც კრიტიკოსებისა და მაყურებლის მაღალი შეფასებები მიიღო ქართულ კინოგაქირავებაში 11 აპრილს ჩაეშვება.

THE MINISTRY OF UNGENTLEMANLY WARFARE

გაი რიჩი ტემპს არ აგდებს 2023 წელს ორი ფილმის გამოშვების შემდეგ მან სერიალზე მუშაობაც მოასწრო. 25 აპრილს კი კინოგაქირავებაში The Ministry of Ungentlemanly Warfare გამოვა. ჯაშუშურ მძაფრსიუჟეტიან ფილმში მთავარ როლს ჰენრი კავილი ასრულებს.

PANDA BEAR IN AFRICA / COMBAT WOMBAT: BACK 2 BACK

ახალგაზრდა მაყურებელს აპრილში ორი ანიმაციის პრემიერა ელოდება. 11 აპრილს დიდ ეკრანზე კინოსტუდია Universal-ის სუპერგმირული მულტფილმი Combat Wombat: Back 2 Back, ხოლო 24 აპრილს სათავგადასავლო კომედია Panda Bear in Africa გამოდის.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.

კომენტარები