სექტემბრის მთავარი ფილმები, რომელთა ნახვა დიდ ეკრანზეა შესაძლებელი.
Beetlejuice, Beetlejuice
1988 წელს გადაღებული კომედიური ფენტეზის გაგრძელება. ტიმ ბარტონის ახალ ფილმში მისი ორი სხვადასხვა თაობის მუზები - უაინონა რაიდერი და ჯენა ორტეგა თამაშობენ. მხიარული ბოროტმოქმედის, ბითლჯუსის როლს კი მაიკლ კიტონი დაუბრუნდა. სურათის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში 5 სექტემბრიდან არის შესაძლებელი.
Speak No Evil
12 სექტემბერს საქართველოს კინოგაქირავებაში სულისშემძვრელი თრილერი Speak No Evil გამოვა. ფილმი 2022 წლის დანიურ-ნიდერლანდური პროექტის რიმეიქია. ამერიკულ ვერსიაში მთავარ როლებს ჯეიმს მაკევოი და მაკენზი დევისი ასრულებენ.
Hellboy: The Crooked Man
Dark Horse-ის კომიქსების კიდევ ერთი ეკრანიზაცია სუპერგმირ დემონზე, რომლის როლი რონ პერლმანისა და დევიდ ჰარბურის შემდეგ ჯეკ კესიმ შეასრულა. სათავგადასავლო ფილმის ნახვა დიდი ეკრანზე 19 სექტემბრიდან არის შესაძლებელი.
Jungkook: I Am Still
დოკუმენტური ფილმი სამხრეთკორეელ სუპერვარსკვლავზე, ბოი ბენდ BTS-ის სოლისტზე, ჯუნგკუკზე. I Am Still-ს ქეი-პოპის მოყვარულები დიდ ეკრანებზე 18 სექტემბრიდან ნახავენ.
Transformers One
ცნობილი ფრენჩაიზის კიდევ ერთი ნაწილი. აუტობოტებისა და დესეპტიკონების დაპირისპირების ნახვა საქართველოს კინოთეატრებში 19 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. ანიმაციის გახმოვანებაში ყოფილმა შურისმაძიებლებმა კრის ჰემსუორთმა და სკარლეტ იოჰანსონმა მიიღეს მონაწილეობა.
The Count of Monte-Cristo
ალექსანდრ დიუმას რომანის მორიგი ეკრანიზაცია, რომელშიც ედმონ დანტესის როლს პირე ნინე ასრულებს. პრემიერა კანში შედგა, არასაკონკურსო ჩვენებაზე მაყურებელი სურათს 11-წუთიანი ოვაციით შეხვდა. გრაფი მონტე-კრისტო საქართველოს კინოთეატრებში 26 სექტემბერს გამოვა.
The Substance
საუკეთესო სცენარის კატეგორიაში, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული სურათი ქართულ კინოგაქირავებაში 19 სექტემბერს გამოვა. საშინელებათა ფილმში მთავარ როლებს ძველი და ახალი თაობის ვარსკვლავები დემი მური და მარგარეტ ქუელი ასრულებენ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.