ქართული კინოგაქირავება

რა ვნახოთ დიდ ეკრანზე? – აგვისტოს მთავარი კინოპრემიერები

Befunky

წარმოგიდგენთ 2024 წლის აგვისტოს მთავარ ფილმებს, რომლებიც დიდ ეკრანზე შეგიძლიათ ნახოთ.

Longlegs

წლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ფსიქოლოგიური ჰორორი საქართველოს კინოგაქირავებაში 8 აგვისტოს გამოვა. ფილმმა როგორც მაყურებლის, ისე კრიტიკოსების უმაღლესი შეფასებები მიიღო, გარდა ამისა Longlegs-მა 3 დღეში, მსოფლიო კინოგაქირავებაში 74 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

Trap

თრილერის დიდოსტატის, მე-6 გრძნობის, ნიშნებისა და მოვლენის რეჟისორის, მ. ნაით შიამალანის ახალი ფილმის ნახვა დიდ ეკრანზე 1 აგვისტოდან უკვე შესაძლებელია. სურათში მთავარ როლს 2000-იანი წლების ვარსკვლავი ჯოშ ჰარტნეტი ასრულებს.

Alien: Romulus

სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრენჩაიზის, Alien-ის მორიგი ნაწილი. ახალი სურათის პროდიუსერი ორიგინალი ფილმის რეჟისორი რიდლი სკოტია. კოსმოსური ჰორორის ნახვა კინოთეატრებში 15 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.

Borderlands

პოპულარული ვიდეო თამაშების სერიის პირველი ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლებს ქეით ბლანშეტი, კევინ ჰარტი და ჯეკ ბლეკი ასრულებენ. კომედიური მძაფრსიუჟეტიანი ფილმი კინოგაქირავებაში 8 აგვისტოს გამოვა.

Crow

1990-იანი წლების ცნობილი გოთიკური თრილერის რიმეიქის ნახვა 22 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი. ფილმში საიქიოდან დაბრუნებულ გმირს It-ის ვარსკვლავი ბილ სკარშგორდი თამაშობს.

Blink Twice

ზოი კრავიცის სარეჟისორო დებიუტი Blink Twice საქართველოს კინოთეატრებში 22 აგვისტოს გამოვა. თრილერის სიუჟეტის ცენტრში მიმტანი ქალია, რომელიც ურთიერთობას ექსცენტრიულ მილიარდერთან იწყებს.

Ozi: Voice of The Forest

ოზი ობოლი ორგანგუტანია, რომელიც ტყის გადარჩენას ცდილობს. მულტფილმი 2024 წელს გარდაცვლილი ლეგენდარული კანადელი მსახიობის, დონალდ საზერლენდის ბოლო ნამუშევარია. საოჯახო ფილმის ნახვა 15 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.

It Ends With Us

კოლინ ჰოვერის ბესტსელერის ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლს რომკომების ვარსკვლავი ბლეიკ ლაივლი ასრულებს, საქართველოს კინოთეატრებში 8 აგვისტოს გამოვა.

კომენტარები