არჩევნები 2024

უილსონი: მოწყობილი რეიდები დაამტკიცებს, რომ ბუზიაშვილი და გელავა ქვეყნის პატრიოტები არიან

დიდი მწუხარებითა და შეშფოთებით გაგივე ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში მთავრობის რეიდების შესახებ. ისინი ატლანტიკური საბჭოს მკვლევრები არიან, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ რუსული დეზინფორმაციის გამოსააშკარავებლად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად.

როგორც გავიგე, მთავრობამ მათი ელექტრონული მოწყობილობები წაიღო, მათ შორის, ქალბატონი გელავას შვილის კომპიუტერიც. მე უპირობოდ ვგმობ ამ რეიდებს. ის, რომ ეს მნიშვნელოვან ეროვნულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

მე მჯერა, რომ რეიდებს არ ექნება სხვა შედეგი, გარდა იმის დამტკიცებისა, რომ ქალბატონი ბუზიაშვილი და ქალბატონი გელავა ქვეყნის პატრიოტები არიან.

პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მათ, ვინც საკუთარი უფლებამოსილება აშკარად ბოროტად გამოიყენა.

განაცხადა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა.

24 ოქტომბერს Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას, სახლები გაჩხრიკეს. ატლანტიკური საბჭო 1961 წელს დაფუძნებული ამერიკული კვლევითი ცენტრია, ხოლო ბუზიაშვილი და გელავა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზაცია "ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის" მკვლევრები არიან.

კომენტარები