მითხრეს, რომ გაზის შესამოწმებლად იყვნენ, შემოვარდნენ და დაიწყეს ჩხრეკა - ბუზიაშვილი

ფინანსურმა პოლიციამ Atlantic Council-ის მკვლევარის ეთო ბუზიაშვილის სახლის ჩხრეკა დაასრულა. ბუზიაშვილის თქმით, ის გამოკითხვაზე დაიბარეს.

"დაახლოებით დილის 8 საათზე მოვიდნენ, არ მითხრეს, რომ ფინანსური პოლიციიდან იყვნენ, მითხრეს, რომ გაზის  შემოწმების სამსახურიდან იყვნენ და რაღაცის გაჟონვა იყო პრობლემა, შემოვარდა დაახლოებით 6 ადამიანი, დაიწყეს პირდაპირ ჩხრეკა, ჩამომართვეს ტელეფონი, არ მომცეს ადვოკატთან დარეკვის საშუალება. აინტერესებდათ კონკრეტულად დოკუმენტაცია და ტექნიკა, ეს იყო მათი მოტივი და დაიწყეს ჩხრეკა, დაახლოებით ორი საათი მიმდინარეობდა, დანარჩენი ორი საათი ოქმი დგებოდა, ვიყავი გამოკეტილი სახლში.

გამოკითხვაზე დამიბარეს. ერთადერთი მითხრეს, რომ აინტერესებთ ჩემი ორგანიზაცია, რომელიც არის ატლანტიკური საბჭო, ჩვენ დეტალურად ვიკვლევთ რუსეთის საინფორმაციო ოპერაციებს" - აღნიშნავს ბუზიაშვილი ფორმულასთან საუბარში.

ლეპტოპები და პირადი ტელეფონი წაიღეს Atlantic Council-ის კიდევ ერთი თანამშრომლის, სოფო გელავას სახლიდანაც.

კომენტარები