უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ სელიდოვოს მახლობლად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ოთხი მებრძოლი შეიპყრეს, დაკითხეს კამერის თანდასწრებით და მოკლეს.
"დაწყებულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება მიმდინარეობს ომის წესების დარღვევისა და მკვლელობის მუხლებით". – წერია პროკურატურის განცხადებაში.
ოპერატიული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 6 ოქტომბერს 4 უკრაინელი სამხედრო ქალაქ სელიდოვოს მახლობლად საბრძოლო დავალებას ასრულებდა.
დაახლოებით 13:00 საათზე ოკუპანტებმა შტურმით აიღეს უკრაინელი ჯარისკაცების გამაგრებები და უკრაინელები ტყვედ აიყვანეს. მოგვიანებით ოკუპანტებმა ტყვეები დაკითხეს, დაკითხვა ვიდეოზე ჩაიწერეს.
მეორე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების შენაერთებმა პოზიცია დაიბრუნეს და ადგილზე 4 მოკლული ჯარისკაცის გვამი აღმოაჩინეს.
ბოლო პერიოდში ფრონტზე მოხშირდა რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტის ფაქტები.