დიდი ბრიტანეთი-უკრაინა

ბრიტანეთმა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის 200 უკრაინელი პილოტი მოამზადა

ფოტო: RAF

დიდმა ბრიტანეთმა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის 200 უკრაინელი პილოტი მოამზადა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავის X-ზე დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებმა (RAF) და ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების საკითხებში სახელმწიფო მდივნის საპარლამენტო მოადგილემ, ლუკ პოლარდმა გამოაქვეყნეს.

"უკრაინელმა პილოტებმა დღეს დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების დაწყებითი საფრენოსნო სკოლა დაამთავრეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლუკ პოლარდი და უკრაინის ელჩი, გენერალი ვალერი ზალუჟნი ესწრებოდნენ" - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების პოსტში.

ლუკ პოლარდის თქმით, "დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით ბოლომდე იდგება".

უკრაინამ თავისი პირველი F-16 გამანადგურებლები დასავლელი მოკავშირეებისგან 2024 წლის ივლისის ბოლოს მიიღო. აგვისტოს ბოლოს კი თავისი პირველი დანაკარგი განიცადა - ერთ-ერთი ავიაგამანადგურებელი რუსული სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას ჩამოვარდა, პილოტი კი დაიღუპა.

უკრაინა ბელგიისგან, დანიისგან, ნორვეგიისა და ნიდერლანდებისგან, ჯამში 79 F-16-ის მიწოდებას ელოდება.

კომენტარები