რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

BLOOMBERG: გადაცემული F-16-ების პირველი ნაწილი უკვე უკრაინაშია

ბელგიისა და ნიდერლანდების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები
Jerry Lampen/Getty Images

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, უკრაინისთვის გადაცემული F-16-ების მცირე რაოდენობა უკვე კიევშია.

კიევს ამ ეტაპისთვის დაუზუსტებელი, თუმცა მცირე რაოდენობის გამანადგურებლები გადაეცა.

ამასთანავე, გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები ჯერჯერობით, მხოლოდ საჰაერო თავდაცვისთვის იქნება გამოყენებული.

უკრაინულ მედიაში ასევე გავრცელდა სურათები, რომლებზეც სავარაუდოდ ლვივის ცაზე მფრინავი F-16-ია ასახული

აქამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ქვეყანას, სულ მცირე, 128 ცალი F-16 სჭირდება და რომლებსაც ახლა იღებენ, დაგვიანებული და ცოტაა - მან ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ რუსეთს მეტი ამავე თაობის ავიაგამანადგურებელი გააჩნია.

უკრაინა ბელგიისგან, დანიისგან, ნორვეგიისა და ნიდერლანდებისგან, ჯამში 79 F-16-ის მიწოდებას ელოდება.

კომენტარები