აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივნის, ჯანეტ იელენის თქმით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ ძლიერ სანქციებს დააწესებს, რომლის მიზანიც უკრაინაში რუსეთის ომის ძალისხმევის შეზღუდვა იქნება. ამის შესახებ იელენმა საერთაშორისო მონეტარული ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრაზე ისაუბრა.
იელენის თქმით, სანქციები დაუწესდებათ, მათ შორის, "მესამე ქვეყნებში მოქმედი შუამავლების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სამხედრო საჭიროებებისთვის კრიტიკულ რესურსებს აწვდიან".
ამასთან, იელენის თქმით, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი "დაუღალავად მუშაობს გაყინული რუსული სუვერენული აქტივების ეკონომიკური ღირებულებების განბლოკვაზე და ამ აქტივების გამოყენებით უკრაინის დახმარებაზე".
გარადა ამისა, იელენმა აღნიშნა, რომ დიდი შვიდეული და ევროკავშირი "ძალიან ახლოს" არიან უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის სესხის შესახებ შეთანხმებასთან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება გაყინული რუსული აქტივებით". აშშ-ს კონტრიბუცია, სავარაუდოდ, 20 მილიარდი დოლარი იქნება.





