რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედია: ჩრდ. კორეის საპასუხოდ სამხრ. კორეა უკრაინაში დაზვერვის ჯგუფის გაგზავნას განიხილავს

სამხრეთ კორესი საზღვაო ქვეითები წვრთნებზე, 2023 წლის 29 მარტი
REUTERS/Kim Hong-Ji

სამხრეთ კორეული გამოცემა, Yonhap სახელმწიფო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მხარდასაჭერად გაგზავნილი ჩრდილოეთკორეელი დანაყოფების დასაზვერად სამხრ. კორეა უკრაინაში სპეციალისტების დანაყოფის გაგზავნას განიხილავს.

"არსებობს შესაძლებლობა, რომ უკრაინაში პერსონალს გავაგზავნით, რათა რუსეთის მხარდასაჭერად გადაგზავნილი ჩრდილოეთ კორეის სპეციალური დანაყოფების ტაქტიკასა და საომარ შესაძლებლობებს დააკვირდნენ". - თქვა ანონიმურმა წყარომ გამოცემის თანახმად.

გამოცემის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დანაყოფი შემდგარი იქნება დაზვერვის სპეციალისტებისგან, რომლებიც ჩრდილოეთკორეულ საბრძოლო ტაქტიკებს გაანალიზებენ და შეიძლება ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების დაკითხვაშიც მიიღონ მონაწილეობა.

გარდა ამისა, სამხრეთ კორეა რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის საპასუხოდ „ფაზირებულ ზომებსა“ და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განიხილავს.

სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ, კიმ ტაე-ჰიომ ბრიფინგის დროს თქვა, რომ ქვეყანა როგორც თავდაცვითი, ისე საბრძოლო იარაღების გადაცემას განიხილავს.

"ფაზების მიხედვით სცენარებზე მსჯელობისას, თავდაცვითი იარაღები შეიძლება იყოს განხილული და თუ ზღვარს გადასცდება, საბოლოოდ საბრძოლოებიც შეიძლება იყოს განხილული". - თქვა კიმმა ტაე-ჰიომ.

აქამდე, სამხრეთ კორეა უკრაინას მხოლოდ არალეთალურ დახმარებას აწვდიდა, რაც, მაგალითად, აირწინაღებს, საველე რაციონებსა და პირველადი სამედიცინო დახმარების პაკეტებს, მოიცავს.

სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში ჯამში 12,000 ჯარისკაცისგან შემდგარ ოთხ ბრიგადას გაგზავნის

რუსულ Telegram-არხებზე ვრცელდება ვიდეოები, რომლებიც, ცნობების თანახმადჩრდილოეთკორეელი სამხედროების წვრთნებს ასახავს რუსეთის პრიმორსკის მხარეში

აქამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საოკუპაციო არმიის მე-11 საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ბრიგადის ბაზაზე "ბურიატის განსაკუთრებული ბატალიონი" შექმნა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისგანაა დაკომპლექტებული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Liga.net უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს

კომენტარები