რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში სამხედროების გაგზავნას გეგმავს

ვოლოდიმირ ზელენსკი
president.gov.ua

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში სამხედროებს აგზავნის, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოლებენ.

"ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არამარტო იარაღით ეხმარება, ის საკუთარ მოქალაქეებს ფრონტის ხაზზე გზავნის. ვხედავთ, რომ რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა, კავშირი მძლავრდება". – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასეთ პირობებში პარტნიორებთან ურთიერთობა სამომავლო განვითარებას მოითხოვს. "ფრონტს ჭირდება დიდი მხარდაჭერა". – ხაზს უსვამს ზელენსკი და პარტნიორებს შორი რადიუსის იარაღის გამოყენების უფლებას სთხოვს.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ბრიტანული The Times წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 1.5 მილიონი საარტილერიო ჭურვი რუსეთს გადასცა.

უკრაინაში ჩრდილოეთ კორეიდან სამხედრო კონტინგენტის შესაძლო გაგზავნაზე ახლო წარსულში ასევე ილაპარაკა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმაც.

გამოცემა Kyiv Post-ის ცნობით ოქტომბრის დასაწყისში უკრაინის იერიშის შედეგად 6 ჩრდილოეთკორეელი ოფიცერი დაიღუპა, რომლებიც ფრონტის ხაზს სტუმრობდნენ.

კომენტარები