რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჩრდ. კორეელი ჯარისკაცები რუსეთში ჩავიდნენ – Telegram-ზე ვიდეოები ვრცელდება

ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები რუსეთში
Screenshot from video ВЧК-ОГПУ/Telegram

რუსულ Telegram-არხებზე ვრცელდება ვიდეოები, რომლებიც, ცნობების თანახმად, ასახავენ, თუ როგორ ამზადებენ უკრაინასთან საომრად რუსები ჩრდილოეთკორეელ სამხედროებს პრიმორსკის მხარეში. 

სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში1500 ჯარისკაცი გაგზავნა და სამხედროები უკვე ადგილზე არიან. დაზვერვის ცნობითვე, ტრანსფერი რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ოთხი სადესანტო გემით და სამი ფრეგატით განხორციელდა. 

ჯამში, სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში 12,000 ჯარისკაცისგან შემდგარ ოთხ ბრიგადას გაგზავნის. 

აქამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საოკუპაციო არმიის მე-11 საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ბრიგადის ბაზაზე "ბურიატის განსაკუთრებული ბატალიონი" შექმნა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისგანაა დაკომპლექტებული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Liga.net უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემა Ukrainska Pravda-ს ცნობით კი, კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში, უკრაინის საზღვართან ახლოს განლაგებული ბატალიონიდან 18 ჩრდილოეთკორეელი უკვე გაიქცა. 

კომენტარები