რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით ბრიტანეთი უკრაინას $2.93 მილიარდით დაეხმარება

გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით $2.93 მილიარდით დაეხმარება.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის თქმით, აღნიშნული თანხა უკრაინას სამხედრო აღჭურვილობის გაძლიერებაში დაეხმარება. მისი თქმით, ამ ქმედებით "პუტინის კორუფციული რეჟიმის შემოსავლებს, უკრაინელებისთვის გადაცემით, მის [პუტინის] წინააღმდეგ ვაქცევთ".

გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრის, რეიჩელ რივზის თქმით, მათი მიზანია, რომ ფული უკრაინას რაც შეიძლება დროულად მიეწოდოს. ეს დახმარება მას სესხის ფორმით გადაეცემა, თუმცა უკრაინას მისი დაფარვა არ მოუწევს.

ამას გარდა, რივზმა განმარტა, რომ ეს ქმედება გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ევროპაში რუსული აქტივების ჩამორთმევას არ გულისხმობს, რადგან ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად მხოლოდ ამ აქტივებიდან მიღებულ მოგებას იყენებს.

დიდი ბრიტანეთის გარდა უკრაინისადმი მსგავსი დახმარების გაწევის პირობა დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნებმაც დადეს, რასაც ისინი მომდევნო კვირებში გეგმავენ.

კომენტარები