საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარს, ბადრი ოყუჟავას რამდენიმე ადამიანს 5 ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა - ამის შესახებ ინფორმაციას, ოყუჯავა მის ოფიციალურ Facebook გვერდზე ავრცელებს.
ოყუჯავას თქმით, თავდამსხმელები ქართული ოცნების ამომრჩევლები იყვნენ
"რუსთაველის მეტროდან გამოვედი, მაჭავარიანის ქუჩაზე ვიღაც ბიჭმა დამიძახა გაჩერდიო.
მეუბნება შენ აქ რა კედლებს ღებავო? ვუთხარი, რომ სამსახურში მივდიოდი.
რა სამსახურში მიდიხარ, "დარეკეთ ბიჭო, ეს ის არისო" და დარეკეს ვიღაცებთან - ქალები გამოვარდნენ, 3-4 კაცი იყო მანამდე, შემდეგ მოვიდა მანქანა, მანქანიდან 5 კაცი (სახეზე ყველას ვიცნობ), ქართული ოცნების ამომრჩევლები იყვნენ, ცხადია.
ამოიღეს პულივიზატორები, მცემეს, მირტყეს - კარგად ვარ, ბევრი არაფერი მაქვს დაზიანებული, მაგრამ "შემღებეს" ასე.
ხვალ ყველას გელოდებით ევროპულ მარშზე და აი, ამ სისაძაგლეს რაც ჩვენს გარშემო ხდება, უარი უნდა ვუთხრათ.
ხვალ ყველანი გამოვდივართ თავისუფლების მოედანზე და 26 ოქტომბერს, ვუშვებთ ამ ძალადობრივ რეჟიმს". - თქვა ოყუჯავამ





